ოდრი ჰეპბერნი
მეოცე საუკუნის უდიდესი მსახიობია ოდრი ჰეპბერნი. ოდრი ჰეპბერნი დაიბადა 1929 წლის 4 მაისს, ბრიუსელში. მან ბავშვობა გაატარა ბელგიაში. ინგლისსა და ნიდერლანდებში. მეორე მსოფლიო ომის დროს, ამსტერდამში გოგონა ხშირად სტუმრობდა ბალეტის გაკვეთილებს Sonia Gaskell - თან ერთად, ხოლო 1948 წელს კი ოდრი ლონდონში გადავიდა, რათა გაეგრძელებინა საბალეტო გაკვეთილები Marie Rambert- თან ერთად და მიეღო მონაწილეობა მუსიკალურ თეატრში (West End Musical Production). იმის შემდეგ, რაც ოდრიმ მონაწილეობა მიიღო რამოდენიმე ბრიტანულ ფილმში, იგი გახდა 1945 წლის ნოველისტის, კოლეტის მთავარი შთაგონება და ახალი ნატურა ბროდვეის მორიგი პროექტისათვის, სახელწოდებით - Gigi (1951 წ ), სადაც ახალბედა მსახიობმა ბრწყინვალედ გაართვა თავი რთულად შესასრულებელ როლს და დიდი
მოწონებაც დაიმსახურა. ოდრი ჰეპბერნმა ჰოლივუდელ ლამაზმანთა შორის ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა იმის შემდეგ, რაც ითამაშა 1953 წლის შესანიშნავ ფილმში - "რომაული არდადეგები", სადაც მას პარტნიორობას Gregory Peck- ი უწევდა. შედეგად გოგონას ოსკარიც მიენიჭა. ამის შემდეგ ოდრიმ ითამაშა ისეთ პრესტიჟულ ფილმებში, როგორებიცაა :
Sabrina (1954), The Nun's Story (1959), Breakfast at Tiffany's (1961), Charade (1963), My Fair Lady (1964) Wait Until Dark (1967).ოდრი ჰეპბერნი აღიარებული იქნა როგორც საუკეთესო ქალი მსახიობი. ჰოლივუდის ოქროს ხანაში კი მან უდიდესი პოპულარობა და შესანიშნავი კარიერა მოიპოვა. ოდრი ჰეპბერნი ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომელთაც მოიპოვეს ისეთი ჯილდოები, როგორებიცაა - Academy, Emmy, Grammy და Tony Awards.
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment