ოსკარის დაჯილდოვება
1929 წლიდან მოყოლებული ოსკარი გადაეცემა ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოსულ საუკეთესო ფილმებსა და სხვადასხვა კატეგორიაში მოღვაწე კინოხელოვანებს.
რატომ სახელი ოსკარი? ერთ-ერთი ვერსიით ოსკარის ოფიციალური სახელწოდება იყო „კინოაკადემიის პრემია სხვადასხვა სახის დამსახურებისთვის“, ამ პრემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ მარგარეტ ჰერიკი, რომელმაც შეამჩნია, რომ უშუალოდ ჯილდო (მამაკაცის ფიგურა) საკმაოდ ჰგავდა მის გარდაცვლილ ბიძას, სახელად ოსკარი. მეორე ვერსიით კი სახელწოდება შეარქვა ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ბეტი დევისმა.
პირველად სიტყვა „ოსკარი“ გამოიყენეს მეექვსე დაჯილდოვების ცერემონიალის დროს. მანამდე „ფიგურას“ უწოდებდნენ სხვადასხვანაირად-ოქროს ჯილდო, ჯილდო კინოინდუსტრიაში დამსახურებისთვის და რკინის კაცი.
წითელი ხალიჩა (რომელზედაც გადიან ცნობილი ადამიანები) არის 152 მეტრი სიგრძის და 10 მეტრი სიგანეში.მასზე თავსდება დაახლოებით 100 ფოტოგრაფი და 300-მდე ტელეკომპანიის წარმომადგენენლი.
ოსკარის რაოდენობის მიხედვით ლიდერობს ოულტ დისნეი, მან აიღო 64 წარდგენილი ნომინაციიდან 26 „ოსკარი“.
კინოფილმები, რომლებმაც დააგროვა ყველაზე მეტი რაოდენობით ოსკარი (11)- „ბენ გური“ (1959), „ტიტანიკი“ (1997), „ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება“. ბოლო კინომ კი აკადემიის ისტორიაში აიღო ყველა ოსკარი, რაზეც იყო წარდგენილი. ამას გარდა კიდევ სულ სამი ფილმია, რომელმაც აიღო ყველაზე მეტი ოსკარი სამ კატეგრიაში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო მსახიობი, საუკეთესო რეჟისურა და სცენარი. ესენია: „ეს მოხდა ერთხელ ღამით“ (1934), „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ (1975) და „კრავთა დუმილი“ (1991).
„არტისტი“ არის მეორე მუნჯი ფილმი ოსკარის აკადემიის არსებობის ისტორიაში, რომელმაც აიღო ჯილდო, პირველი იყო ჰოვარდ ჰიუსის ფილმი „ფრთები“ (1929).
ყველაზე მეტჯერ ოსკარზე ნომინირებული მსახიობი გახლავთ-ჯეკ ნიკოლსონი, (12) მათგან სულ სამჯერ აიღო ჯეკმა ოსკარი. („ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“,“სინაზის ენა“, „უკეთესი არ არსებობს“).
მარლონ ბრანდო და რობერტ დე ნირო-ორი მსახიობი, რომლებმაც აიღეს ორი ოსკარი (საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი) ერთსა და იმავე როლის შესრულებისთვის, ვიტო კორლეონეს ფილმში „ნათლიმამა“ (1972 წელი) და „ნათლიმამა ნაწილი II“ 1974 წელს. გარდა ამისა დე ნირო გახდა პირველი არტისტი, რომელმაც აიღო ოსკარი არაინგლისურენოვან ფილმში.
ყველაზე ხანშიშესული მსახიობი, რომელმაც აიღო ოსკარი - კრისტოფერ პლამერი. ის 82 წლის იყო, როდესაც დასახელებულ-იქნა „საუკეთესო მეორეხარისხოვან“ მსახიობად ფილმში „დამწყებები“ (2012).
სანდრა ბალოკი გახლავთ ერთადერთი მსახიობი, რომელმაც ერთ კვირაში აიღო ორი ჯილდო ერთად „ოსკარი“-საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის, ფილმში „უხილავი მხარე“ და „ოქროს ჟოლო“-ყველაზე ცუდად შესრულებული როლისთვის, ფილმში „ყველაფერი სტივის შესახებ“ (2009 წელი).
ოსკარის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი გახლავთ ტატუმ ო’ნილი, ფილმში „ქაღალდის მთვარე“ (1973 წელი). ის მაშინ 10 წლის იყო.
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment