ჩარლი ჩაპლინი
კინოს განვითარების ყველა ეტაპზე იყვნენ გენიოსები, რომლებიც მათ ხელთ არსებული საშუალებებითაც ახერხებდნენ ხელოვნების შედევრების შექმნას. პირველ მსოფლიო ომამდე ერთ-ერთი ასეთი ვარსკვლავთაგანი კომედიური მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი იყო .კინომცოდნეების აზრით პირველად ჩაპლინმა შექმნა ეკრანზე პერსონაჟის ფსიქოლოგიური მხარე, რითაც გააბათილა კრიტიკოსების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გმირის ფსიქოლოგიას მუნჯი კინო ვერ გადმოსცემს. ჩარლი ჩაპლინი დაიბადა 1889 წლის 16 აპრილს, უოლვორთში. 19 წლის ასაკში ცნობილი ანტრეპრენიორის, ფრედ კარნოს დასში მიიწვიეს, სადაც თამაშობდა მთვრალ კაცს სკეტჩში “ღამე ინგლისურ კლუბში”. ამ პიესით ჩარლმა მთელი ევროპა შემოიარა, ხოლო ამერიკაში მისი მეორე ვიზიტისას შეხვდა იმ დროის ყველაზე პოპულარულ პროდუსერს მარკ სენეტს, რომელმაც “კისტოუნის” კინოკომპანიაში მსახიობად მიიწვია. ჩარლი მიწვევას დასთანხმდა და ამერიკაში დარჩა საცხოვრებლად.მიუხედავად იმისა, რომ ჩარლი სხეულის პლასტიკას ვირტუოზულად ფლობდა მაინც არ ეთანხმებოდა იმ დროისათვის კინოში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს : მხოლოდ გარეგან დინამიურობას და “სლეპსტიკის” ანუ გასილაქების მეთოდს.კატეგორიულად არ ეთანხმებოდა რეჟისორ ლერმანს, რომელიც ძალით ახვევდა პრიმიტიულ გარეგან ტრიუკებს. სულ მოკლე ხანში თავად მოიპოვა რეჟისორის უფლება და ამგვარად მხატვრულ დამოუკიდებლობას მიაღწია.1914 წლის, მაისში გადაიღო“წვიმაში მოხვედრილი”. ეს იყო ჩარლის პირველი საავტორო ფილმი. სადაც სცენარის ავტორი, რეჟისორი და მთავარი გმირის შემსრულებელი თავად იყო. მან მოიფიქრა თავისი გმირის იმიჯი, ფართხუნა შარვალი, წელზე შემოჭერილი მოკლე ქურთუკი, ქვაბურა ქუდი, დიდი ფრატუნა ფეხსაცმელები და ხელში ჯოხი. ჩაცმულობამ და გრიმმა თვითონ უკარნახა ვინც იყო, დაუსრულებლად მოსდიოდა თავში კომიკური სიტუაციები და ეპიზოდები “ხალხმა არ იცის, რომ იგი, ჩვენი დროის უდიდესი დრამატურგი და რომანისტია, მისმა სამსახიობო ტალანტმა მისი სამწერლო გენია დაჩრდილა.” წერდა ფრანგი კინორეჟისორი რენე კლერი “პარიზელი ქალი”-სადმი მიძღვნილ წერილში. ჩაპლინი იყო ამ ფილმის ავტორი და რეჟისორი. იგი არ თამაშობდა ამ ფილმში, მხოლოდ რამდენიმე წამით ჩანდა კადრში.
1903 წელს ჩარლი თეატრში იწყებს მუშაობას. აქ მიიღო პირველი როლი სპექტაკლში “შერლოკ ჰოლმსი”.„გასამრჯელოდ მთავაზობდნენ ორ გირვანქასა და ათ შილინგს. ამდენი ფული ჩემთვის წარმოუდგენელი ბედნიერება იყო, მაგრამ სიხარული არ შევიმჩნიე“… „შერლოკ ჰოლმს“ არნახული წარმატება ხვდა… ამჯერად, მე და სიდნეიმ გადავწყვიტეთ, ხეირიანი ბინა დაგვექირავებინა… გველების დარად, ვეშურებოდით მალე გამოგვეცვალა კანი და წარსულის ყოველგვარი კვალი წაგვეშალა“.„ფეხი შევდგი ადამიანური ცხოვრების რთულსა და არცთუ მომხიბლავ პერიოდში, როდესაც ყმაწვილ კაცს თავისებური განცდები და ხუშტურები აქვს. ვაღმერთებდი ყოველგვარ განუსჯელობას, ვიყავი მეოცნებე, მელანქოლიით დამძინებული, თან გულმოსული ვიყავი ცხოვრებაზე და თან მიყვარდა…სიტყვა ხელოვნება არც თავში მომსვლია იმხანად და არც ენაზე გამკარებია.“1908 წლიდან იწყება ჩარლის სამსახიობო კარიერა — იგი მსახიობის როლს იღებს ფრედ კარნოს-ის დასში, რომელთან ერთადაც 1910-12 წლებში მიემგზავრება ამერიკის შეერტებულ შტატებში.1913 წლის 23 სექტემბერს, მაკ სენეტი «კისტოუნის» ფირმის ერთ-ერთი მფლობელი ჩარლით ინტერესდება და მასთან ერთწლიან კონტრაქტს აფორმებს. „დიდი აღფრთოვანებული არ ვყოფილვარ კისტოუნის კომედიებით, მაგრამ მივხვდი, რომ სახელის მოხვეჭისთვის გამომადგებოდა. თანაც ეს უკვე ახლებურ ცხოვრებასა და სასიამოვნო გარემოში მოხვედრას ნიშნავდა“.პირველი ხმოვანი ფილმი ჩაპლინისა არის “ The Great Dictator” რომლის პრემიერაც 1940 წლის 15 ოქტომბერს შედგა… ეს ფილმი ჩაპლინის უკანასკნელი ნამუშევარია, სადაც ის მონაწილეობას იღებს როგორც ღატაკი და მაწანწალა …1964 წელს ჩაპლინმა გამოსცა თავისი მემუარები, რომლის საფუძველზეც 1992 წელს შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი “Chaplin”.
ჩაპლინმა თავის ფილმებში და შემოქმედებაში უარყო სრული ბოროტება და პირწმინდა სიკეთე. ისინი ერთ მთლიანობაში მოაქცია, თუმცა კონტრასტები ერთდროულობის გარდა დანაწევრებულიცაა, მაგალითად “დიდ დიქტატორში” ჰენკელი ინფანტილური ბოროტებაა, დალაქი კი შეშინებული სიკეთე.ჩაპლინის შემოქმედება ქმნის კონტრასტს პრეტენზიასა და სინამდვილეს შორის, თუმცა მერე პრეტენზიიდან სინამდვილეზე, გამომეტყველებიდან კი შინაარსზე გადადის. დიდი ძალის ბოროტების წარმოსაჩენად ჩაპლინი კარიკატურას ქმნის, უფრო მეტი ბოროტების წარმოსაჩენად კი ტრაგიკომედიამდე მიდის.ჩარლის საყოვლთაო აღიარება ხვდა წილად. მის კომედიებზე იცინოდა ყველა, მაგრამ როგორც კი კომიზმის გარეშე გამოსახავდა ზოგადსაკაცობრიო საკითხებს, მაყურებელთა რაოდენობა კლებულობს. მასას ჩარლის ფილმები გასართობად სჭირდებოდა, ერთეულებს კი სევდაც აღაფრთოვანებდა. ჩარლი ჯიუტად განაგრძობდა მუნჯი ფილმების გადაღებას, ხმოვან ფილმთა შორის. ჯერ მუსიკა და ხმაური გაისმა “დიდი ქალაქის ჩირაღდნებში”, შემდეგ მისი სიმღერა, “ახალ დროებაში”. დაიწერა ხმოვანი სცენარი კინოშედევრისთვის “დიდი დიქტატორი”. ჩაპლინმა ხიდი გასდო მუნჯ და ხმოვან, ძველ და ახალ კინოს შორის, რომელზეც ასობით კინემატოგრაფისტი იკვლევდა გზას. მისი გენია ხმოვანი კინოს ახალმა ესთეტიკამ ვერ დაჯაბნა.ჩაპლინმა ითამაშა, გადაიღო, სცენარი დაწერა და საკუთარი მუსიკაც კი შექმნა ყველა თავისი ფილმისათვის. მისი შემოქმედებითი გზა მოიცავს 65-წლიან პერიოდს, 88 წლის ასაკამდე. მისი პირადი ცხოვრობა ბევრჯერ გამხდარა განხილვებისა და ჭორების მიზეზი. მან ერთმანეთზე მიყოლებით სამი ცოლი გამოიცვალა, მაგრამ მალევე ხვდებოდა, რომ არც ერთი ქალი არ იყო მისი შესაფერისი, თუმცა სულ სხვა იყო უნა ო’ნილი. ლამაზი ამერიკელი ქალიშვილი ყველას მოწონებასა და ყურადღებას იმსახურებდა, მას ეტრფოდა მწერალი ჯერომ სელინჯერიც, რომელმაც უნას არაერთი მოთხრობა მიუძღვნა, მაგრამ გოგონა გულის კარს არავის უღებდა. ჩარლი და უნა ერთმანეთს როლის განხილვაზე შეხვდნენ, მაგრამ გოგონამ ის ვერ იცნო. არც იყო გასაკვირი. მუდამ მაწანწალად გადაცმული მსახიობის მიღმა ძნელი ამოსაცნობი იყო სიმპათიური ცისფერთვალება მამაკაცი. მოგვიანებით უნა აღფრთოვანებული უამბობდა მეგობარ გოგონას, სახელგანთქმული ჩარლი ჩაპლინი გავიცანი, რომელსაც შავი კი არა, ულამაზესი ლურჯი თვალები ჰქონიაო. ჩარლი კი გააოცა უნას სინორჩემ, სილამაზემ, განათლებამ და ხასიათის სიმტკიცემ. იგი წერდა: “რაც მეტად ვეცნობოდი, მით უფრო მომწონდა მისი მოთმინება, იუმორი, სხვისი აზრის პატივისცემა. ისე შემიყვარდა, როგორც პატარა ბიჭს შეუძლია თავდავიწყებით შეყვარება, მაგრამ მეშინოდა იმ ასაკობრივი სხვაობის, ჩვენ შორის რომ იყო. მამამისი ხომ სულ ერთი წლით გახლდათ ჩემზე უფროსი. ეს შიში თავად უნამ დამაძლევინა. მან კარგად იცოდა, რა უნდოდა…და ჩვენ გადავწყვიტეთ ფილმის დასრულებისთანავე დავქორწინებულიყავით”.
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment